24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 078 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 078-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 791 310 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 526 205 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 348 581, გარდაიცვალა 15 771 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.