ისრაელში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

ისრაელში "მწვანე პასპორტიs" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება.

ამასთან, ისრაელში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.