თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება. სასამართლოში ჩვენებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს.
დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები.