საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია

ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ ის პირადადაა მიწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„პრემიერი ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ისაუბრეს ასევე ჩვენ რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. დაგეგმილი არის ასევე შეხვედრები, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან იქნება, რადგანაც პანდემიის შემდგომ პირობებში ეკონომიკური გაჯანსაღება ქვეყნისთვის და საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.