დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციებს, რომლის მეშვეობით შეუძლია, განახორციელოს უკრაინაში შეჭრა გაფრთხილების გარეშე.

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გზებზე მიუთითებს და შესაბამის რუკას აქვეყნებს. 

„მას კვლავ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს კონფლიქტის თავიდან აცილების და მშვიდობის შენარჩუნების გზა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება. 

აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ამავე თემაზე:

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა