ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ შეუერთდება რუსეთს წვრთნებში, რომლებზეც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვება მოხდება.
ყოველწლიური სტრატეგიული ატომური რაკეტების წვრთნები 19 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით ჩატარდება.
წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები მიიღებენ მონაწილეობას.
კრემლის სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მანევრების შესახებ წინასწარ აცნობა უცხოელ პარტნიორებს და დაამატა, რომ წვრთნები დასავლეთში შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს.
„ბალისტიკური რაკეტების პრაქტიკული გაშვება რეგულარული წვრთნების ნაწილია და მას წინ უძღვის რიგი შეტყობინებები სხვა ერებისთვის სხვადასხვა არხით“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა და აღნიშნულ წვრთნებზე მიიწვია.
რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების შემდეგ უცნობია, როდის დატოვებს რუსეთის სამხედრო ძალა ბელორუს.
ლუკაშენკომ, რომელიც 17 თებერვალს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.