ორბანის მთავრობის მინისტრის საქმე: ტყესა და საწყობებში დამალული $20 მილიონი ამოიღეს

უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩრეკისას ტყეებში დამარხული 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა აღმოაჩინეს.


მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული. უნგრეთის ფინანსთა მინისტრის, ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა.


შეშტაკი და ორბანის მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ბალაშ ჰანკო ქრთამის აღების ბრალდებით სექტემბერში დააკავეს. ასევე, გასულ თვეში კორუფციის ბრალდებით უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, გეორგი მატოლჩი დააკავეს.


უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ჩხრეკა სხვადასხვა მისამართზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამოღებული თანხების დათვლას 8 საათი დასჭირდა. 


მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს.“