თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა, რომ ხანძარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა. საავადმყოფო სამხრეთ თურქეთის პროვინციაში, გაზიანეთში მდებარეობს.
შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 85 წლამდეა.