22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში რჩებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 18 თებერვალს მიიღო. სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმეც.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.