აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილი კიბერიერიშზე რუსეთია პასუხისმგებელი. იუწყება Reuters-ი.
„ვფიქრობ, ახლა ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ მკაფიოდ ვთქვათ, რომ ამ ქმედებაში რუსები იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.
კიბერთავდასხმის შესახებ ცნობა პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა.
ამ დრომდე ადმინისტრაცია თავს იკავებდა იმის თქმისგან, თუ საიდან მოდიოდა კიბერშეტევა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საკითხზე საჯაროდ არ უსაუბრია. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, კიბერშეტევას შესაძლოა ჰაკერებისთვის მნიშვნელოვან სამთავრობო ინფორმაციასა და ქსელებზე მიეცა წვდომა. აშშ-ში რუსეთის საელჩო ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.