აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
FDA-მ აშშ-ში პირველი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 12 დეკემბერს გასცა.
ამერიკაში დაფიქსიებულია Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი შემთხვევა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 313 500-ზე მეტია. დაახლოებით 17,5 მილიონი ადამიანი კი ინფიცირებულია.