იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ომისთვის მზადება შეწყვიტოს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარ სიტყვაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფლიქტის რეალური რისკის გათვალისწინებით, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს კურსი, დაიხიოს უკან, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი ეხება უკრაინის მომავალს, მაგრამ ის ასევე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. 

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც მოსკოვი ცდილობს ისტორიის გადაწერას და მისი გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას, მოკავშირეები დარჩებიან ერთიანნი და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია ერთმანეთის დასაცავად.

„NATO, ევროპასა და ამერიკაში ერთად დგომა დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


ინფორმაციისთვის, სტოლტენბერგს მიენიჭა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიღწევებისთვის.