ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. შესაბამისი პოსტი ქვეყნის პრემიერის კირილ პეტკოვის Twitter გვერდზე განთავსდა.
„სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოგისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნავს კირილ პეტკოვი.