შვედეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან ის ებრძვის COVID-19-ის გავრცელებას. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როგორც პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, ძალაში შევა სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, იგეგმება იმ ადამიანების რაოდენობის განახევრებაც, რომელთაც რესტორანში შეკრება შეუძლიათ. ალკოჰოლის გაყიდვაზეც შეზღუდვა დაწესდება.
როგორც ცნობილია, ადრე რვა ადამიანს შეეძლო ერთად სადილობა, მაგრამ ეს რაოდენობა ოთხამდე შემცირდება, საღამოს 8 საათის შემდეგ კი ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.
ეს უკანასკნელი ძალაში შევა შობის ღამეს, იმ დღეს, როდესაც შვედებს საჩუქრების გაცვლის ცერემონია ექნებათ. აგრეთვე შეიზღუდა სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებში შემსვლელთა რაოდენობაც.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს.
მათ შორის შეზღუდვები გაამკაცრეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.