ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი ისევ განიხილეს

შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა უკრაინის საკითხი ამჯერად სატელეფონო საუბრისას კვლავ განიხილეს.

France 24 მაკრონის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა „მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან. 

სატელეფონო საუბრისას მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და ეუთოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ორშაბათს ასევე სატელეფონო საუბარს გამართავენ.

საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონს და პუტინს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობაზე. მაკრონმა რუსი სეპარატისტები დაადანაშაულა, პუტინმა კი, უკრაინას დასდო ბრალი.

საუბრისას პუტინმა მაკრონს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ რუსული ჯარები ბელორუსს სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.