დიდი ბრიტანეთი საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის ახალი სახეობის უფრო სწრაფად გავრცელების გამო ზომები გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების შესახებ განაცხადეს.
დაიხურება სალონები, ბარები და სპორტდარბაზები. შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველად 30 დეკემბერს გადაიხედება.
მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.