რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად.
"უმნიშვნელოვანესია უკრაინაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს მოკავშირეების ყველა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. NATO ასევე მზადაა რუსეთთან ერთად ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრისთვის. თუ რუსეთი გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ნიშნავდეს უკრაინიდან გაქცეული ხალხის დიდ რაოდენობას. რუსული არმიის მობილიზაცია უკრაინაში და მის გარშემო საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.