24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 524 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 524-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 796 876 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 388 534, გარდაიცვალა 15 856 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.