თვითმფრინავი, რომელიც ორლანდოდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო ახალი ორლეანის აეროპორტში, რადგან ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა.
თვითმფრინავში 179 ადამიანი იყო. მგზავრები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ადამიანს, რომელსაც covid19-ისთვის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდა, ბორტზე ასვლის უფლება მისცეს.
„ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლის უფლებაც კი არ მისცეს და ისინი ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სტრესულ მდგომარეობაში. ზოგიერთმა მგზავრმა კომპანია United-ი დაადანაშაულა უყურადღებობაში“, - წერს იტალიური მედია.