ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აიცრა. „ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
Pfizer-ის ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც.
„ჩვენ მილიონობით ვაქცინა ვიყიდეთ ისრაელის პატარა სახელმწიფოსთვის და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს. ყველა თუ ავიცრებით და წესებს დავემორჩილებით, კორონავირუსს იმაზე მალე დავამარცხებთ, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.