საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა.
- საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუჰანსკის "აღიარებას", რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“.
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა