აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას.


  • ჩვენ მკაცრად ვგმობთ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. 
  • სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, არ აღიარონ ახალი „სახელმწიფო“, რომელიც შეიქმნა ძალის ან მუქარის გამოყენების გზით, ასევე ვალდებულება, არ დაარღვიონ სხვა სახელმწიფოს     საზღვრები. რუსეთის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების აშკარა უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითია.
  • პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რეგიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები რუსეთის მიუღებელი ქმედებების საპასუხოდ.    
  • ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი ურყევია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას.

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა