საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად შეაფასა. შესაბამისი ტექსტი შალვა პაპუაშვილის Twitter გვერდზე განთავსდა.
- საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანია, იმოქმედოს გადამწყვეტად, ომის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა