უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის ტერიტორიების რუსეთის მიერ დამოუკიდებლად „აღიარების“ შემდეგ, მოსახლეობას პირველად მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს და მხარს უჭერს პოლიტიკურ და დიპლომატიურ დარეგულირებას.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაფიო მხარდაჭერას და ქმედით ნაბიჯებს ელის.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. „რუსეთის განცხადებების მიუხედავად, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
- ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს მივცემთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან სიმართლეა. ჩვენ უკან უკრაინაა. ერთი მიზანი გვაქვს - მშვიდობა უკრაინაში. დიდება უკრაინას!