თამარ გაბუნია: ეტაპობრივად გადავდივართ ინფექციის დაღმავალ ფაზაში

თტსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, არის სტაბილიზაციის ნიშნები და ეტაპობრივად გადავდივართ ინფექციის დაღმავალ ფაზაში.

მისი თქმით, უახლოესი რამდენიმე დღე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად გამოჩნდეს, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი.

„სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს და ეტაპობრივად გადავდივართ უკვე ინფექციის დაღმავალ ფაზაში. დღევანდელი და ასევე მომდევნო კიდევ რამდენიმე დღე არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკვე ზუსტად ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი“, - განაცხადა გაბუნიამ.