Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 486 ვლევა ტესტით, მათ შორის 33 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 322 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის - 30.65% ხოლო 7 დღის - 28.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659, იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი - 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 136.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც:
5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 609, იმერეთში - 977.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 140, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.
860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 - თბილისში, 151 - აჭარაში.
121 052 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.