24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 006 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 006-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 800 752 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 565 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 540, გარდაიცვალა 15 933 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.