საქართველოში კორონავირუსით ინფიცრების 26 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 6 654 საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356 მკურნალობს.
1 104-ის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 417 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 სახლში მკურნალობს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.