პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება

პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება, – ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, ასევე დეზობარიერების ქონის ვალდებულება.

„სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.