თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია

ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ - შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით, 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე", - განაცხადა გაბუნიამ.

ასევე წაიკითხეთ:

COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა

პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება