მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებული მეუფე საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაშია“ - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.