მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო 3 კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია.
„ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია", - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი