ავსტრალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი სიდნეი, კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო დანარჩენი შტატებისგან იზოლირებულია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სიდნეის მოსახლეობას ნიღბების ტარებისა და ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს.
„ავსტრალია დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შიდა გადაცემის გარეშე ართმევდა თავს ვირუსს და შობის წინ შეამსუბუქა კიდეც შეზღუდვები. თუმცა სიდნეიში ეპიდემიის აფეთქებამ მოქალაქეებს საშობაო მოგზაურობის გეგმები ჩაუშალა“, - წერს ბრიტანული მედია.
„14 დეკემბრიდან, მეზობელმა შტატებმა ვიქტორიამ და კუინზლენდმა სიდნეიდან ამ შტატებში შესვლა აკრძალეს.
სამხრეთ ავსტრალიის შტატმა სიდნეიდან ჩამსვლელთათვის 14-დღიანი კარანტინი დააწესა და კორონავირუსით დაზარალებული ტერიტორიებიდან მოგზაურების შესვლა აკრძალა. მსგავსი ნაბიჯები გადადგა ტასმანიამაც. დასავლეთ ავსტრალიის შტატმა კი საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა“, - წერს Reuters-ი.