ტაილანდში კოვიდინფექციის ყოველდღიურმა შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ქვეყანა 10 000-ზე მეტი ადამიანის ტესტირებას გეგმავს. ამის შესახებ Apnews-ი იტყობინება.
დღეს ტაილანდში 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვირას, ზღვის პროდუქტების გამყიდველმა ბანგკოკში, ვირუსზე დადებითი შედეგის პასუხი მიიღო, მეორე შემთხვევაში კი, ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში დასაქმებულ ქალს დაუდასტურდა ვირუსი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარზე შემთხვევათა უმეტესობა მიანმარელი მიგრანტი მუშაკია.
რამდენიმე პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო ხელისუფლება ტესტირების გაფართოებას გეგმავს.
მედია აღნიშნავს, რომ ტაილანდმა მეტწილად მოახერხა ეპიდემიის კონტროლი. სულ ქვეყანაში 4907 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 60 კოვიდინფიცირებული.