ირაკლი ღარიბაშვილი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე

„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი პრემიერად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი“,... ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას „ომიკრონზე“ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ ვაქცინა ამ შტამზე არ მუშაობს.

„მე კი არ გავაკეთე ეს განცხადება, მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რა არის „ომიკრონი“, რეალურად, ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, უპასუხა ღარიბაშვილმა. ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ის რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი.