ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, სახლში მკურნალობს და ამბობს, რომ კვლავ განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლას და მკურნალობას.
„როგორც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემოვლებს ვაკეთებ, პაციენტებს ვნახულობ. ისინიც ინფიცირებულნი არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აცხადებს გია კიკაბიძე.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.