ვლადიმეირ პუტინმა უკრაინის დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ, პუტინმა საათზე გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, ეს განცხადება გააკეთა სატელევიზიო გამოსვლაში იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო მას შეჩერებას სთხოვდა.
ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთის წინ გაერომ გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხედრო ესკალაცია გამოიწვევს „ადამიანურ ტანჯვასა და განადგურებას".
- „ამაღამ მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი, გულით... პრეზიდენტო პუტინ, შეაჩერე შენი ჯარები უკრაინაზე თავდასხმისგან. მიეცი მშვიდობას შანსი. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა.
თუმცა: პუტინმა მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო ზონაში, დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მან გააფრთხილა უკრაინა, რომ კიევი იქნება პასუხისმგებელი სისხლისღვრაზე.
„გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას.
პუტინი ამტკიცებს, რომ სამართლიანობა და სიმართლე რუსეთის მხარეს არის და რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ მხარს უჭერს უკრაინის ხალხების „თვითგამორკვევის უფლებას.“
„მოსკოვის პასუხი იქნება „მყისიერი“, თუ ვინმე შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
„NATO ყოველწლიურად „უცერემონიოდ ქმნის ფუნდამენტურ საფრთხეებს, ფართოვდება აღმოსავლეთით და სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან აახლოებს“.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 30 წლის განმავლობაში დაჟინებით და მოთმინებით ვცდილობდით ევროპაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით NATO-ს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი წინადადებების საპასუხოდ მუდმივად ვაწყდებოდით ცინიკურ ტყუილსა და სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობას“.
პუტინი ამბობს: შეტაკებები უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის „გარდაუვალია“ და „მხოლოდ დროის საკითხია“.
უფრო ადრე 03:50 საათზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს „ახალ ამბებში“ უჩვენებენ განსხვავდება რეალური უკრაინისგან.
- რუსეთის ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო. რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე მივმართავ. ჩვენ საერთო საზღვრის 2 000 კილომეტრი გვყოფს. დღეს საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ნაბიჯი წინ დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ევროპულ კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს.
- გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? მოუყევით ეს ჩემს ბაბუას, რომელმაც ომი გამოიარა საბჭოთა არმიაში, ხოლო გარდაიცვალა პოლკოვნიკად დამოუკიდებელ უკრაინაში. ჩვენ განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს მტრობის მიზეზი არ არის. გვსურს თავად განვსაზღვროთ და ავაშენოთ ჩვენი ისტორია. მოგვისმინეთ - უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს! უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს!“.