ვენაში, ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებაში, ავსტრიის პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი ავსტრიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
ვენის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის დე-ენ-ემის ნიმუში იმ ცეცხლსსროლ იარაღზე აღმოაჩინეს, რომლითაც ჯიჰადისტმა ოთხი ადამიანი მოკლა. მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ნოემბერში მომხდარ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით უკვე დაკავებულია 15 ადამიანი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.