Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის - 29.17% ხოლო 7 დღის - 26.71%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო ქართლი - 363, შიდა ქართლი - 520, გურია - 358, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 546, კახეთი - 664, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 120 437 საიდანაც: 5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 220, აჭარაში - 566, იმერეთში - 894. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 133, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პაციენტი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 535 - თბილისში, 121 - აჭარაში. 114 560 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.