აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეთანხმდნენ, რომ მიგრაციის საკითხზე ითანამშრომლებენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სატელეფონო საუბრისას ლოპეს ობრადორმა და ჯო ბაიდენმა რეგიონული მიგრაციის საკითხზე ახალ მიდგომასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც მიგრანტებს აშშ-ის მიმართულებით საშიში მოგზაურობის ალტერნატივას შესთავაზებს.
ბაიდენის გუნდის განცხადებაში აღნიშნული, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეიქმნება რეგიონული და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მიგრაციისადმი ორგანიზებული და ჰუმანური მიდგომის ხელშესაწყობად - ასევე, პატივს სცემს თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს.