კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენები პირველ იანვრამდე შეჩერდება, თუმცა არ გამორიცხავენ ზომები დიდი ბრიტანეთიდან სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც ამოქმედდეს.
ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი დეკემბერში ნიდერლანდებშიც გამოვლინდა.
ნიდერლანდებში, ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა, 70%-ით უფრო გადამდები იყოს.