ქაბულში აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამიზნე ავღანელი პარლამენტარი ხან მოჰამედ ვარდაკი იყო, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.
ჯერ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში მსგავსი შემთხვევები გახშირდა“, - იტყობინება Reuters-ი.