მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული.
მინსკში, ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება. ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.