გახარია – პოლიტიკურ მომავალზე: "ყველაფერი შესაძლებელია"

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ საარჩევნო სიაზე არ უფიქრია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი, თავად იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში.

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.

„ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე“,- განაცხადა გახარიამ.