იტალიაში Covid-19-ის ახალი სახეობის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ ინფორმაციას wantedinrome ავრცელებს.
როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ახალი სახეობა დაუფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა რომში.
შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელება დაიწყო გაერთიანებული სამეფოდან, რადგან კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეპიდაფეთქება პირველად დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში.