დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის

„დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე,საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში“, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების როგორც მიზანშეწონილობაზე, ასევე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებზე.