მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა. ქართული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. ინფორმაცია რომ ქართველი სპორტსმენი მოსკოვში აღარ ითამაშებს, რადიო „ფორტუნასთან“ დაადასტურა თორნიკე შენგელიას მამამ და განმარტა, რომ თავად მოგვიანებით ისაუბრებს ამ საკითხზე.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, თორნიკე შენგელიამ საკუთარი Facebook გვერდის საშუალებით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. 

„ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა.