საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, შემდგომ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ორივე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას და საერთაშორისო საზოგადოების პასუხს რუსეთის აგრესიაზე.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ჩვენს პარტნიორებს დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად. გრძელდება მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება და კონტაქტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა (მაკრონმა) პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე მიიწვია“, - აღნიშნულია ფრანგული მხარის კომუნუკეში.
თავის მხრივ, მაკრონმა ტექსტი განათავსა Twitter გვერდზე.
„საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით“, - წერს მაკრონი.