საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დაფიქსირა. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავაფიქსირე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინის ხალხისადმი. ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდი“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Twitter-ზე.