ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის სალჩოზე სარაკეტო იერიში განახორციელს, ინფორმაციას სააგენტო DW- ავრცელებს.

ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე ზონის მიმართულებით რაკეტები უკანონო დაჯგუფებამ გაუშვა, რის შემდეგაც ერაყის არმიის ერთი სამხედრო დაშავდა, ასევე რამდენიმე ავტომობილი და საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დიპლომატიური კომპლექსი უმნიშვნელოდ დაზიანდა,მათი თქმით, აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ამოქმედდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებს.